1. მასწავლებლის სამსახურში მიღების აუცილებელი პირობაა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი საბუთი, მართლმადებელი ეკლესიის წევრობა და სულიერი მოძღვრის დახასიათება;

2. მასწავლებლის მიღება სკოლაში ხდება გასაუბრების შედეგად ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც იდება სკოლასა და მასწავლებელს შორის;

3. ახლადმიღებულმა მასწავლებელმა სკოლაში უნდა გაიაროს გამოსაცდელი ვადა არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში;

4. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი სასწავლო-აღმზრდელობით დარგში მოძღვარ-რექტორთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლის კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების დადების, ან ხელშეკრულების დადებაზე უარის შესახებ;

5. ხელშეკრულება მასწავლებელთან იდება 1 (ერთი) წლის ვადით. დირექციის გადაწყვეტილებით  შესაძლოა ხელშეკრულების ვადა გაიზარდოს 3 (სამ) წლამდე;

6. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დირექცია აფასებს მასწავლებლის მოღვაწეობას სკოლაში. დირექცია უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, დადოს ახალი შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელთან, რომლის მოღვაწეობა დადებითად შეფასდა.